• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
დამსაქმებელი: ირაო
კატეგორია: ადმინისტრაცია, დაზღვევა,
ბოლო ვადა: 2014/11/05
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ენები
ინგლისური
რუსული
ქართული
ნანახია: 633 -ჯერ
შპს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“ საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პოზიციების მქონე კომპანიაა.  ”ირაო” ახორციელებს თავის საქმიანობას 2004 წლიდან, ხოლო 2007  წლიდან ”ირაოს” სრულუფლებიან დამფუძნებელს და პარტნიორს წარმოადგენს Vienna Insurance Group (ვენის სადაზღვევო ჯგუფი), რომელსაც გააჩნია ფართო საფინანსო ქსელი დსთ–ს და ევროპის ქვეყნებში.
 
შპს დაზღვევის საერთაშპრისო კომპანია „ირაო“ აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. 
 
ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:
  • ტელეფონის საშუალებით მომხმარებელთა უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციით;
  • მომხმარებელთათვის მომსახურების მიღების ინსტრუქციის გაცნობა; 
  • შემოსული ზარების გადამისამართება;
  • სადაზღვევო პროგრამასთან მუშაობა;
  • მორიგეობისას ღამის ცვლაში მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება სავალდებულოა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვის გამოცდილება სასურველია;
  • ინგლისურ და რუსული ენების კარგი ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი პიროვნული უნარ–ჩვევები: 
  • გამართული მეტყველება;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV, ან შევსებული სააპლიკაციო ფორმა  ელექტრონულ მისამართზე წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 
 
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 5 ნოემბერი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც დააკმაყოფილებენ ზემოთ მოცემულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა