• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოლარე-კონსულტანტი
დამსაქმებელი: SPAR Georgia
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2014/11/15
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 762 -ჯერ
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12,322 მაღაზიას მსოფლიოს 35 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 10 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.
 
"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.
 
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს მოლარე-კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში 
 
მოვალეობები:
  • სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
  • სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
  • დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის დახლებზე განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
  • პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
  • მომხმარებლისათვის სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
  • გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.
მოთხოვნები:
  • მომსახურების სანიმუშო მანერები;
  • გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
  • კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
  • სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ფლობა;
ანაზღაურება : 300 ლარი
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ელ.ფოსტაზე  2014 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით და  სათაურის ველში - “Subject” მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება „მოლარე-კონსულტანტი“  წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.
 
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა