• https://charte.ge/

ავტორი

ბათუმი-რეალტორი

tel: (+995 577) 39 85 06
mail: khatia.meskhidze@batumi-realtor.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
რეალტორი/უძრავი ქონების აგენტი ბათუმში
დამსაქმებელი: ბათუმი-რეალტორი
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2016/08/27
მდებარეობა: ბათუმი
ნანახია: 1490 -ჯერ

კომპანია “ბათუმი რეალტორი” აცხადებს ვაკანსიას რეალტორის (უძრავი ქონების აგენტის) პოზიციაზე ბათუმში.

 

კომპანიის შესახებ:

სწრაფად განვითარებადი უძრავი ქონების ფრანჩაიზული(ქსელური) კომპანია „ბათუმი რეალტორი“ ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა საქართველოს უძრავი ქონებისა და ინვესტიციების ბაზარზე, რომელიც საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 12 სააგენტოს და 80-მდე პროფესიონალ ბროკერს.  წლის ბოლომდე ჩვენს რიგებს კიდევ  რამდენიმე კომპანია შეემატება.  ჩვენ ვეძებთ პროფესიონალ და ასევე არაპროფესიონალ, მაგრამ ამბიციურ, კრეატიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ პიროვნებებს, რომლებიც ჩვენს ჯგუფთან ერთად გახდებიან პროფესიონალები თავიანთ საქმეში. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გამართული მეტყველება და დარწმუნების უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • მობილიზებულობა და საქმეზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • თვითმოტივირებულობა, მზადყოფნა რთული სამუშაოს შესრულებისა და მუდმივი წინსვლისათვის;
  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
  • ენერგიულობა და სისხარტე;
  • მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული და პუნქტუალური;

პრიორიტეტი მიენიჭებათ უცხო ენებისც მცოდნე და გაყიდვების ან უძრავი ქონების მიმართულებით გამოცდილების მქონე აპლიკანტებს.

 

სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00 - 19:00-მდე ; 

 

დამატებითი ინფორმაცია:  ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული და ბონუსური სქემით.

 

დაინტერესებულმა პირებმა CV (ფოტო სურათით) გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე: khatia.meskhidze@batumi-realtor.com და "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ  ვაკანსიის დასახელება.სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

 

გისურვებთ წარმატებას

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა