• https://charte.ge/

ავტორი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

mail: konkursi@water.gov.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კახეთის რეგიონული ფილიალის მენეჯერი
დამსაქმებელი: საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
ბოლო ვადა: 2016/08/14
მდებარეობა: თელავი
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გამოცდილება 5 წელი
კომპიუტერული პროგრამები
Microsoft Office Access
Microsoft Office Excel
Microsoft Office Outlook
Microsoft Office PowerPoint
Microsoft Office Word
ნანახია: 1545 -ჯერ

შპს. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“  აცხადებს კანდიდატთა შერჩევას კახეთის რეგიონული ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო  ადგილი:  თელავი
  • სამუშაო გრაფიკი:  სრული

    

ფუნქცია - მოვალეობები:

  • რეგიონის მაშტაბით წყალარინების და წყალსადენების სისტემების კონტროლი;
  • წყლის ხარისხის კონტროლი;
  • მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტების მონიტორინგი;
  • რეგიონული ფილიალის და სერვის ცენტრების სამუშაო პროცესების დაგეგმვა-ხელმძღვანელობა;
  • რეგიონული ფილიალის თანამშრომლების და სერვის-ცენტრების მენეჯერების საქმიანობის დელეგირება/კონტროლი;
  • კომპანიის დირექტორის ბრძანებების გაცნობა რეგიონული ფილიალის სამსახურის უფროსებისა და სერვის ცენტრის მენეჯერებისთვის და ბრძანებების შესრულების კონტროლი;
  • შრომის უსაფრთხოების ინსტრუქციების შესრულების და ნორმების დაცვის კონტროლი, შრომის უსაფრთხოებისათვის საჭირო ინვენტარის გადამოწმება, გონივრულ ვადაში საჭირო აღჭურვილობის მოთხოვნა;
  • შინაგანაწესის და სამუშაო აღწერილობების შესრულების კონტროლი და დარღვევების შემთხვევაში ინფორმაციის დროული მიწოდება სათაო ოფისისათვის.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პრიორიტეტია ტექნიკური განათლება;
  • სავალდებულოა მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, პრიორიტეტია ტექნიკურ, საინჟინრო ან შემოსავლების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
  • სავალდებულოა Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook მაღალ დონეზე ცოდნა.

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა.

 

სამართლებრივი აქტების ცოდნა:

  • შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ წესდება;
  • შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დებულება;
  • ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილება.

 

დაინტერესებულმა პირებმა2016 წლის 26 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე konkursi@water.gov.ge შემდეგი დოკუმენტები:

  • რეზიუმე (CV)
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  •  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
  •  სემინარების, ტრენინგების, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  •  ცნობა/ცნობები სამუშაო ადგილიდან;
  • სარეკომენდაციო წერილი (ორი);
  • სამოტივაციო წერილი.

 

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა