• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სავაჭრო წარმომადგენლი კახეთის რეგიონში
დამსაქმებელი: დაგი 2010
ბოლო ვადა: 2016/08/15
მართვის მოწმობა B კატეგორია

ნანახია: 1075 -ჯერ

შ.პ.ს.“დაგი2010“ წარმოადგენს კომპანია „სოფლის ნობათის“ ოფიციალურ დილერს. ეს არის სტაბილური კომპანია, რომელიც  2010 წლიდან  წარმატებით მოღვაწეობს და თანმიმდევრულად აფართოებს სადისტრიბუციო ქსელს საქართველოს მასშტაბით. კომპანია შ.პ.ს.„დაგი2010-ის“  საკადრო პოლიტიკა მიმართულია შიდა რესურსების განვითარებასა და გამჭვირვალე სამოტივაციო სისტემის შექმნაზე.

 

კომპანია აცხადებს სავაჭრო წარმომადგენლის ვაკანსიას კახეთის  რეგიონისთვის (გურჯაანი, ლაგოდეხი, ყვარელი).

ძირითადი მოთხოვნები:

  •          საშუალო განათლება.
  •          სასურველი სამუშაო გამოცდილების ქონა.
  •          მართვის მოწმობა B კატეგორია.

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  •       შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება სავაჭრო ობიექტისთვის ზედნადების მიხედვით.
  •       მიწოდებული პროდუქციის მაცივრებში განთავსება პლანოგრამის წესების დაცვით.
  •       პროდუქციის ვადების კონტროლი
  •       ვადაგასული პროდუქციის დაბრუნების უზრუნველჰყოფა.
  •       ანგარიშწორების წარმოება ობიექტთან

 

პიროვნული თვისებები:

 

  •          დეტალების მიმართ ყურადღებიანი.
  •          ანგარიშის უნარი
  •          შრომისმოყვარე
  •          პასუხისმგებლიანი

 

პირობები:

  •          ანაზღაურება 400-600 ლარი (ფიქსირებული+ბონუსი გაყიდვებიდან).
  •          კარიერული ზრდის პერპსექტივა.
  •          სამუშაო საათები - 8:00-16:00.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი cv შემდეგ მისამართზე hr.dagi2010@gmail.com 15 აგვისტოს ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.

 

ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, (სავაჭრო წარმომადგენელი კახეთში) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემების განხილვა არ მოხდება.

 

გისურვებთ წარმატებას!

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა