• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პრისეილერი
დამსაქმებელი: დაგი 2010
ბოლო ვადა: 2016/11/03
ნანახია: 1868 -ჯერ

შ.პ.ს.“დაგი2010“ წარმოადგენს კომპანია „სოფლის ნობათის“ ოფიციალურ დილერს. ეს არის სტაბილური კომპანია, რომელიც  2010 წლიდან  წარმატებით მოღვაწეობს და თანმიმდევრულად აფართოებს სადისტრიბუციო ქსელს საქართველოს მასშტაბით. კომპანია შ.პ.ს.„დაგი2010-ის“  საკადრო პოლიტიკა მიმართულია შიდა რესურსების განვითარებასა და გამჭვირვალე სამოტივაციო სისტემის შექმნაზე.

 

კომპანია აცხადებს პრისეილერის ვაკანსიას კახეთი  რეგიონისთვის (გურჯაანი, ლაგოდეხი, ყვარელი).

ძირითადი მოთხოვნები:

  •          მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება (სავალდებულოა).
  •          საკუთარი მსუბუქი, ეკონომიური ავტომანქანის ყოლა (სავალდებულოა).
  •          მართვის მოწმობის ქონა.
  •          სასურველია უმაღლესი განათლება.
  •          სასურველია pocket-ში მუშაობის გამოცდილება.

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  •       არსებული ქსელის მართვა.
  •       ახალი ობიექტების მოძიება, ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა.
  •       მოლაპარაკებების წარმოება კომპანიის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.
  •       შეკვეთის მიღება, მიწოდება ოპერატორთან.

პიროვნული თვისებები:

  •          მოლაპარაკებების წარმოების უნარი
  •          კომუნიკაბელურობა
  •          მიზანდასახულობა

 

პირობები:

 

  •          ანაზღაურება 1000-1800 ლარი (ფიქსირებული+ბონუსი გაყიდვებიდან).
  •          სამუშაო საათები - 8:00-16:00.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი cv შემდეგ მისამართზე hr.dagi2010@gmail.com 15 აგვისტოს ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.

 

ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც მოგვმართავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემების განხილვა არ მოხდება.

 

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა