• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პრისელერი აჭარაში
დამსაქმებელი: მირა
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2016/08/21
სამუშაოს ტიპი: სრული
ანაზღაურება: 700 - დან
ნანახია: 1279 -ჯერ

კომპანია მირა აცხადებს აჭარაში პრესელერის ვაკანსიებს. მირას საქმიანობის სფერო ვაჭრობის მიმართულებით მოიცავს გენერატორებს, სამუშაო ელექტრო და მექანიკურ იარაღებს, ბაღის აქსესუარებს, სამშენებლო-სარემონტო დანიშნულების პროდუქციას, გათბობა-კონდიცირების სისტემებს, ელექტროობას და წყალმომარაგების სისტემებს. 

მოვალეობები:

  • კომპანიის სადისტრიბუციო ქსელის აწყობა
  • პროდუქციის შეთავაზება და გაყიდვების რეალური დონის უზრუნველყოფა
  • კომპანიის შესაბამისად წარდგენა

მოთხოვნები:

  • გამოცდილება პრესეილის და დისტრიბუციის მიმართულებით (სასურველია პროდუქციის მსგავს სეგმენტში).
  • საკუთარი ავტომანქანა (კომპანია უზრუნველყოფს საწვავით)
  • უზრუნველყოფის საშუალება ქონებით 
  • სასურველია პიროვნება ცხოვრობდეს ქუთაისში, ბათუმში, სამტრედიაში  ან ზესტაფონში.

უნარები:

  • კომუნიკაბელურობა
  • ინიციატივების გამოჩენის უნარი
  • ქართულად გამართულად მეტყველების უნარი
  • საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა

ხელფასი: ფიქსირებულ ხელფასი 700 ლარი.  ფიქსირებულ ხელფასს დაემატება გამომუშავების მიხედვით ანაზღაურება და ბონუსები. სავარაუდო ხელფასი 1500-2000 ლარამდე.  

გთხოვთ, აპლიკანტებმა რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე hr@mira.ge . გამოგზავნისას აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება პრისელერი აჭარაში. 
 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა