• https://charte.ge/

ავტორი

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია

tel: (+995 32)224 40 40 (611)
mail: misamarTiak.shubitidze@ggtc.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტენდერი )
ტენდერი კერხერის შესყიდვაზე
დამსაქმებელი: საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია
ბოლო ვადა: 2014/10/23
მდებარეობა: თბილისი
მიმაგრებული ფაილები: Attachment.pdf

ნანახია: 532 -ჯერ
შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია’’ (ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი #21,WWW.GGTC.GE, სს `ლიბერთი ბანკი”, ანგარიშის #GE79LB0113124163736000  ბანკის კოდი:LBRTGE22 (საიდ. კოდი: 206 103 722) აცხადებს ტენდერს მაღალი წნევის ცივი და ცხელი წყლის რეცხვის აპარატის შესყიდვაზე.
 
შესასყიდი (მისაწოდებელი) საქონლის სახეობა, რაოდენობა, მიწოდების ადგილი და ფორმა, ან გასაწევი მომსახურების სახეობა და გაწევის ადგილი, აგრეთვე სხვა მონაცემები, რომელთა მითითებას შემსყიდველი ორგანიზაცია საჭიროდ ჩათვლის შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის საკვალიფიკაციო მონაცემების აღწერის მიზნით
 
1.შესყიდვის ობიექტია მაღალი წნევის ცივი და ცხელი წყლის რეცხვის აპარატი შემდეგი ტექნიკური მახასიათებლებით:
  • ძაბვა – 3 ფაზა/400 ვოლტი/50 ჰერცი;
  • წნევა – 30-200 ბარი;
  • წყლის წარმადობა საათში –   270-900 ლ.
  • ელექტრო ენერგიის მოხმარება საათში – არაუმეტეს 6.0 კვტ/სთ;
  • მაღალი წნევის მილი – არანაკლებ 10 მეტრი;
  • ზომები: სიგრძე – არაუმეტეს 1200 მმ; სიგანე – არაუმეტეს 650მმ; სიმაღლე– არაუმეტეს 1000 მმ;
  • სამუშაო მაქსიმალური ტემპერატურა ცხელი წყლის –70-140⁰ჩ
  • წონა–არაუმეტეს 130 კგ;
  • საწვავის ავზი–არანაკლებ 15ლიტ;
  • სარეცხი საშუალებების ავზი–არანაკლებ 8ლიტ.
 
2.ტენდერის შედეგად გამოვლინდება გამარჯვებული, რომელთანაც დაიდება ხელშეკრულება.
 
3.შემსყიდველის მხრიდან მაღალი წნევის ცივი და ცხელი წყლის რეცხვისაპარატისშესყიდვა,2014 წლის განმავლობაში,მოხდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 (ორმოცდახუთი)კალენდარული დღის ვადაში.
 
4.საქონლის მიწოდება განხორციელდება -შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის’’ მისამართზე - ქ. თბილისი, ჭირნახულის ქუჩა #9.
 
5.მაღალი წნევის ცივი და ცხელი წყლის რეცხვის აპარატზეუნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 12 თვიანი გარანტია.
 
6.ტენდერში მონაწილე პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებს და ინფორამციას:
 
იურიდიული პირებისათვის:
  • ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
 
ფიზიკური პირებისათვის:
  • ცნობა უფლებამოსილი ორგანოდან, რომ ფიზიკური პირის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი.
 
როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური პირებისათვის:
პრეტენდენტის სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს:
 
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.
  • რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა)
  • სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი საქონლის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • ანგარიშსწორების პირობები (შენიშვნა:დასაშვებია წინასწარი ანგარიშსწორება, სახელშეკრულებო თანხის ფარგლებში, მოთხოვნილ თანხაზე წარმოდგენილ საბანკო გარანტიის საფუძველზე).
  • შემოთავაზებული საქონლის გარანტიის პირობები.
  • სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა(სატენდერო წინადადებას უნდა ჰქონდეს მოქმედების ვადა წარმოდგენის დღიდან მინიმუმ 2014 წლის 24 ნოემბრამდე).
ფასების ცხრილი #1 შემდეგი ფორმის მიხედვით:
 
ცხრილი #1
 
საქონლის დასახელება საქონლის ძირითადი მახასიათებლები წარმოშობის ქვეყანა რაოდენობა ერთეულის ღირებულება საერთო ღირებულება მიწოდების ვადა მიწოდების ადგილი
  3 4 5 6 7 8 9
            ხელშეკრულების გაფორმებიდან ----- განმავლობაში, ან 2014 წლის ----მდე.  
 
  •  წარმოდგენილი დოკუმენტაცია უნდა იყოს დამოწმებული პრეტენდენტის ბეჭდით(ასეთის არსებობის შემთხვევაში) და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.
7.სუბკონტრაქტორთა მონაწილეობის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იყოს სუბკონტრაქტორთა საკვალიფიკაციო მონაცემები.
 
8.პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით (ელექტრონული მისამართზე წარმოდგენის შემთხვევაშიც) უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული(ასეთის არსებობისშემთხვევაში)  უფლებამოსილი პირის მიერ.
 
მეთოდები, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული სატენდერო წინა დადების ღირებულება, იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებს (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვ.):
 
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს 7500 (შვიდი ათას ხუთასი) ლარს და უნდა  შეიცავდეს ყველა ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს, დაკავშირებულს საქონლის მიღებასთან.
 
შესასყიდი საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის სასურველი ან სავალდებულო ვადები
 
  • მიწოდების სავალდებულო ვადაახელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში.
 
სატენდერო დოკუმენტაციის გატანის წესი, ვადა, ადგილი და ენა; 
  • დაინტერესებულ პირებს სატენდერო დოკუმენტაციის მიღება ქართულ ენაზე შეუძლიათტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან საკვალიფიკაციო მონაცემების და სატენდერო დოკუმენტაციის მიღების ვადის დასრულებამდე,200 ლარის ოდენობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, მისამართზე ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი #21,მე-6 სართული ოთახი  #604.
 
საფასურის განაკვეთი
  • ტენდერში მონაწილეობის მსურველმა პირებმა საფასური 200 ლარის ოდენობით უნდა  გადაიხადონ შემდეგ ანგარიშზე: სს `ლიბერთი ბანკი”, ანგარიშის #GE79LB0113124163736000  ბანკის კოდი:LBRTGE22(მიმღები: შპს `საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია~, საიდ. კოდი: 206 103 722).
 
საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, მათი და სატენდერო წინადადებების წარდგენის წესი, ვადა, ადგილი და ენა; 
 
  • შემსყიდველ ორგანიზაციაში პრეტენდენტების მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის, სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის 1%-იანი საბანკო გარანტიის (საბანკო გარანტია 30 დღით უნდა აღემატებოდეს პრეტენდენტის სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას) და სატენდერო  წინადადების წარდგენის ვადაა განცხადების გამოქვეყნების დღიდან 2014 წლის 23ოქტომბრის15:00 საათამდე.საკვალიფიკაციო მონაცემები და  სატენდერო წინადადება  უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარმოდგენილი ერთად, ერთ დახურულ კონვერტში ორ ეგზემპლარად (ერთი დედანის და ერთი – ქსეროასლის სახით)შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი,კახეთის გზატკეცილი #21, მე-6 სართული ოთახი #604, k.shubitidze@ggtc.ge
 
 
მითითება იმის თაობაზე, რომ დასაშვებია პრეტენდენტის სატენდერო წინადადების სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში დაზუსტდეს, შეივსოს ან წარდგენილ იქნეს სატენდერო გან¬ცხადებაში მოთხოვნილი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია ან სატენდერო წინადადება მისი არსის შეუცვლელად, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში მითითება იმის თაობაზე, რომ სატენდერო წინადადება შეფასებაზე არ დაიშვება;
 
  • დასაშვებია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება, შემსყიდველის სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში  დაზუსტდეს, შეივსოს, ან წარდგენილ იქნას სატენდერო განცხადებაში მოთხოვნილი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია ან სატენდერო წინადადება მისი არსის შეუცვლელად, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში სატენდერო წინადადება არ დაიშვება შეფასებაზე.
 
ზეპირი ვაჭრობის ჩატარების ადგილი;
  • სატენდერო წინადადებების წარდგენის შემდეგ, შერჩევის შედეგად, ტენდერის პროცედურების გასაგრძელებლად მოწვეული პრეტენდენტების ზეპირი ვაჭრობა მოხდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი,კახეთის გზატკეცილი #21. ოთახი #624.
 
ზეპირ ვაჭრობაზე ფასის კლების ბიჯი
  • ზეპირ ვაჭრობაზე კლება მოხდება პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ღირებულების არანაკლებ 1%-ის ოდენობით.
 
ალტერნატიული სატენდერო წინადადებების შესახე
  • დაუშვებელია ალტერნატიული სატენდერო წინადადების წარმოდგენა.
 
სატენდერო კომისიის აპარატის პასუხისმგებელი პირის ელექტრო¬ნული მისამართი
 
1.სატენდერო კომისიის აპარატის პასუხისმგებელი პირის ელექტრონული მისამართია 
2.დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სატენდერო აპარატის შემდეგი წევრისაგან:ქეთევან შუბითიძე (+995 32)224 40 40 (611)
 
სატენდერო წინადადებებისა და ხელშეკრულებისშესრულების უზრუნველ¬ყოფის გარანტიის გამოყენების შესახებ
 
  • ტენდერში გამოიყენება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის 1%-იანი საბანკო გარანტია, რომლისმოქმედების ვადაც 30 დღით უნდა აღემატებოდეს პრეტენდენტის სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა