• https://charte.ge/

ავტორი

კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემია

tel: 555870880
mail: ctaedu.ge@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
ინფორმაციული უსაფრთხოება
დამსაქმებელი: კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემია
კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები, ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2014/10/31
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე კურსი
ტრეინინგის საფასური ფასიანი ( ლარი )
ნანახია: 321 -ჯერ

სასწავლო კურსის მიზანი:

სასწავლო კურსის მიზანია მსმენელი გაეცნოს ინფორმაციული უსაფრთხოების ზოგად ცნებებს, კრიპტოგრაფიის საფუძვლებს, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დაცვის პრობლემებს. შეისწავლოს მათი გადაწყვეტის გზები და საშუალებები.

სწავლის შედეგი

კურსის სწავლების შედეგად მსმენელი მიიღებს ცოდ­ნას ინფორმაციული პროცესების (ინფორმაციის შეტანა, გამოტანა, გადაცემა, დამუშავება, დაგროვება, შენახვა) რეალიზაციისას ინფორმაციის დაცვის მეთოდებსა და საშუალებებზე;
ეცოდინება ინფორმაციული უსაფრთხოების ორგა­ნიზა­ცი­ული უზრუნველყოფის ძირითადი ელემენ­ტები;
შეეძლება გამოიყენოს ინფორმაციის დაცვის საშუალე­ბები და მეთოდები, არასანქცირებული წვდომისაგან დასაცავად;
ეცოდინება პროგრამული და მეთოდური დაცვის საშუალებები.
თემის დასახელება და შინაარსი

უსაფრთხოება ვირტუალურ მანქანებში, VMware Workstation-ის მაგალითზე;
ოპერაციულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაცია და მათი უფლებების განსაზღვრა;
საქაღალდეების, მოწყობილობების და პრინტერის გაყოფა ქსელში, ფაილებზე, საქაღალდეებზე და სხვა რესურსებზე წვდომის კონტროლის განსაზღვრა;
MS Office ფაილების უსაფრთხოება და წვდომის კონტროლის განსაზღვრა;
ინფორმაციის დაცვა შიფრაციის დახმარებით: ფაილების და საქაღალდეების დაშიფვრა, ლოგიკური დანაყოფების და ფლეშის შიფრაცია BitLocker პროგრამით;
მონაცემთა დაშიფრვა სიმეტრიული და ასიმეტრიული მეთოდის გამოყენებით: კრიპტოგრაფიული პროგრამის PGP-ის განხილვა;
სერტიფიკატები. ციფრული სერტიფიკატების განხილვა და მათი მართვა;
ფაილებზე ელექტრონული ხელმოწერის განხორციელება, დაშიფრული ელექტრონული წერილების გაგზავნა;
გავრცელებული ვირუსების და მათგან თავდაცვის გზების განხილვა. ანტივირუსული პროგრამების ინსტალაცია;
პერსონალური ფაიერვოლის კონფიგურირება;
ვირტუალური დაცული ქსელების (VPN) ტექნოლოგიის განხილვა;
მონაცემთა სარეზერვო ასლის შექმნა/აღდგენა სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით; 
ოპერაციული სისტემის სარეზერვო ასლის შექმნა და მისი აღდგენა;
სხვა დამაზიანებელ პროგრამებთან საბრძოლველად სხვადასხვა უტილიტების გამოყენება;
უსაფრთხოების შესამოწმებელი უტილიტები; აუდიტი;

(995) 593 555 025
(995) 555 870 880
ვებ-გვერდი:ctaedu.ge
facebook:Computer Technologies Academy
ctaedu.ge@gmail.com
რუსთაველის გამზ. № 36; მე-3 სართული 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა