• https://charte.ge/

ავტორი

ჯორჯიან ფეიფერ ფროდაქშენ

mail: recruitment@gwp.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ინჟინერი
დამსაქმებელი: ჯორჯიან ფეიფერ ფროდაქშენ
ბოლო ვადა: 2016/07/27
განათლება ბაკალავრი
ნანახია: 1579 -ჯერ

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის  უზრუნველყოფა, აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის თანამდებობაზე.  

 

ფუნქცია მოვალეობები:

  • ქსელების ექსპლუატაციის მიზნით კაპიტალური შეკეთებისა და რეკონსტრუქციის გეგმების შედგენა;
  • ქსელზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ელემენტიების (ურდული, რეგულატორი) მონტაჟის ხელმძღვანელობა;
  • სარემონტო, სამშენებლო  და პროფილაქტიკურ სამუშაოებზე ბრიგადების ხელმძღვანელობა, შეფერხების პრობლემის დიაგნოსტიკა;
  • სამუშაოს ხარისხიანად შესრულებისათვის საჭირო მასალა ინვენტარის დროული  უზრუნველყოფა;
  • ტექნიკის ექსპლოატაციისა და უსაფრთხოების წესების დაცვის კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების წარგდენა;

 

მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება
  • მშენებლობაზე ბრიგადირად მუშაობის 6 თვის სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია სამშენებლო წესების და ნორმების ცოდნა;
  • სასურველია ტექნიკის ექსპლოატაციისა და შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა;
  • გაწონასწორებული, კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე, ენერგიული;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის, სწრაფი რეაგირების, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის და ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღების უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2016 წლის 27 ივლისისა (18:00).
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")  მიუთითოთ პოზიცია,  რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 5 წლის განმავლობაში.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა