• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მასწავლებელი/აღმზრდელი
დამსაქმებელი: KIDS MALL
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2016/10/05
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ანაზღაურება: 300 - 500 ლარი
ასაკი: 22 - 40 წელი
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
ნანახია: 1730 -ჯერ

სკოლამდელი აღზრდის ცენტრი "KIDS MALL"- ი აცხადებს ვაკანსიას საბავშვო ბაღის "მასწავლებლის "პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • დაწყებით სკოლაში ან სკოლამდელი აღზრდის ცენტრში სწავლების მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • კარგი ორგანიზაციული უნარები და დისციპლინა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
  • შემოქმედებითობა და ინოვაციურობა;
  • კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: MS Word,  ინტერნეტი;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია).

პიროვნული მახასიათებლები:

  • თბილი, მზრუნველი, გულღია და სამართლიანი დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ;
  • სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი დონე;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოქნილობა;
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირება;
  • მაღალ სამუშაო რიტმში და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • პიროვნული განვითარებისა და პროფესიული სრულყოფის მოტივაცია.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სკოლამდელი აღზრდის ცენტრში პოზიტიური, ჯანსაღი სასწავლო გარემოს შექმნა და აღსაზრდელების მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
  • მშობლებთან, ფსიქოლოგთან, ადმინისტრაციასთან სისტემატური თანამშრომლობა მოსწავლეთა აკადემიური და სხვა სააღმზრდელო საკითხების შესახებ;
  • ღონისძიებების დაგეგმვა და მონაწილეობა.

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვივზავნეთ თქვენი CV ან დაგვიკავშირდით
 

ტელ: 577-04-28-04
მის: ვაკე, დარიალის შეახვევი N 12.
 
web:www.km-kidsmall.com
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა