• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საკონფერენციო დარბაზის მენეჯერი
დამსაქმებელი: ქარვასლა
კატეგორია: მარკეტინგი,
ბოლო ვადა: 2014/10/22
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
ენები
ინგლისური
რუსული
ქართული
ნანახია: 528 -ჯერ
შპს „ქარვასლა მენეჯმენტ თბილისი“ აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ ქარვასლაში არსებულ საკონფერენციო დარბაზის მენეჯერის თანამდებობაზე. 
 
მოვალეობები: 
  • პოტენციური მომხმარებლების (საკონფერენციო სივრცით დაინტერესებული პირების) მოძიება და მოზიდვა; 
  • კონფერენციების, ტრენინგებისა  და სხვა ღონისძიებების კოორდინირება და მართვა. 
 
მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება. სასურველია PR-ის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; 
  • გაყიდვების სფეროში და აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, არანაკლებ 1 წლისა; 
  • გამოცდილება ღონისძიებების ორგანიზებაში;
  • პირდაპირი გაყიდვების წარმოება პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრებისა და პრეზენტაციების საშუალებით; 
  • გაყიდვებზე და რეალიზაციაზე ორიენტირებული;
  • ბაზრის და კონკურენტების კვალიფიციური მონიტორინგი;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა. 
 
თვისებები: 
  • კომუნიკაბელური და სოციალური; 
  • მიზანდასახული;
  • დაგეგმვისა და სამუშაო დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
  • ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება;
  • პრეზენტაბელურობა;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • ინიციატივიანობა, პუნქტუალურობა;
  • ენერგიული და აქტიური;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კლიენტის დარწმუნების უნარი;
  • გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებულობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული;
 
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოთი და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ-მისამართზე:vacancy@kmt.ge  და office@kmt.ge არაუგვიანეს 2014 წლის  22 ოქტომბრისა. ასევე, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. CV ფოტოს და სამოტივაციო წერილის გარეშე არ განიხილება.
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა