• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პრესელერი
დამსაქმებელი: მარშე
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2014/10/26
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ნანახია: 2290 -ჯერ
კომპანია „მარშე“ 2012 წლიდან გამოჩნდა ქართული წარმოების ბაზარზე. „მარშეს“ წარმოება ქართველ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის 2200-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს შემდეგი 4 კატეგორიიდან: ნახევარფაბრიკატები, თევზის პროდუქტები, პურ-ფუნთუშეული, ძეხვეული. კომპანიის მთავარი ამოცანაა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის უზრუნველყოფა, მათთვის ახალი და მრავალფეროვანი პროდუქციის, პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.
 
„მარშეს“ სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. ჩვენ გამუდმებით ვზრუნავთ მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. „მარშე“ თანამშრომლებს სარგებლის მთელ სისტემას სთავაზობს: სამედიცინო დაზღვევა, დამატებითი სწავლების დაფინანსება, ანაზღაურებადი დამატებითი შვებულება, ანაზღაურების ბონუსური სისტემა, პრემია.
 
ჩვენ პატივს ვცემთ და თანაბარ შესაძლებლობებს ვაძლევთ ყველა თანამშრომელს განუსხვავებლად მათი ასაკისა, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა.
 
„მარშე“ აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე:
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი 10:00–18:00 საათამდე; 
ანაზღაურება : ხელზე ასაღები 1200 ლარი.
 
ძირითადი მოვალეობები:
  • ბაზრის მუდმივი მონიტორინგი და ახალი კლიენტების მოძიება;
  • პოტენციურ მყიდველებთან მჭიდრო და პროდუქტიული კავშირების დამყარება;
  • კლიენტებისგან შეკვეთების მიღება, პროდუქციის დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
  • კლიენტებთან რეგულარული ვიზიტების მოწყობა;
  • პროდუქციის ყველა კატეგორიაში მაქსიმალური რეალიზაციის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის ბრენდის პროფესიონალურად წარდგენა;
მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • ხორცპროდუქტების დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სავალდებულოა საკუთარი ავტომობილი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ფლობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
დამატებითი ინფორმაცია
კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
  • აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
  • პირველადი გასაუბრება არმ სამსახურთან;
  • საბოლოო გასაუბრება მიმართულების ხელმძღვანელთან;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV  ელ.ფოსტაზე  სათაურის ველში მიუთითეთ „preseller”, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. 
 
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 26 ოქტომბერი 2014 წელი, 24:00 საათი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.
 
გისურვებთ წარმატებას!
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა