• https://charte.ge/

ავტორი

კორ სტანდარტ ბანკი

mail: vacancy@ksb.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ფინანსური განყოფილების მთავარი სპეციალისტი
დამსაქმებელი: კორ სტანდარტ ბანკი
კატეგორია: ბუღალტერია/ფინანსები, საბანკო,
ბოლო ვადა: 2014/10/24
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გამოცდილება 3 წელი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ენები
ინგლისური
რუსული
ქართული
ნანახია: 1135 -ჯერ
კორ სტანდარტ ბანკი აცხადებს მიღებას ფინანსური განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
 
ძირითადი მოვალეობები:
  • ყოველდღიური, ყოველთვიური და კვარტალური ანგარიშგების ფორმების მომზადება
  • ბანკის ყოველთვიური ბალანსის შემადგენელი კომპონენტების, მოგება-ზარალის უწყისის, გაცემული სესხებისა და მოზიდული დეპოზიტების, ნასესხები სახსრებისა და სხვა ფინანსური კომპონენტების გაანგარიშება და მონაცემთა სისწორის კონტროლი
  • საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობის წესით განსაზღვრული საზედამხედველო კოეფიციენტების მომზადება დადგენილი პერიოდულობით, კონტროლი და ანალიზი
  • საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ყოველთვიური და ყოველკვარტალური მაკროეკონომიკური და სტატისტიკური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა საქართველოს ეროვნულ ბანკში.
  • დადგენილი პერიოდულობით სხვა ფინანსური ინდიკატორების გაანგარიშება, კონტროლი და ანალიზი
  • ბანკის გარე აუდიტორულ კომპანიასთან ურთიერთობა
  • დადგენილი პერიოდულობით ბანკის ფინანსური ანგარიშგების მომზადება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად
  • მენეჯმენტის მიზნებისთვის სხვადასხვა ანალიტიკური რეპორტების მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: ფინანსური ან საბანკო
 
უპირატესობა მიენიჭება MBA ხარისხის მქონე კანდიდატს და ACCA, CPA, CFA პროგრამებში მონაწილეებს ან კურსდამთავრებულებს.
 
მუშაობის გამოცდილება:  საბანკო სექტორში ან ფინანსურ სფეროში მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება.
 
სპეციალური ცოდნა:
  • საქართველოს ეროვნული ბანკის დებულებების და ინსტრუქციების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საბანკო პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა.
უცხო ენების ცოდნა:
  • ინგლისური (სრულყოფილად)
  • რუსული (საკომუნიკაციო დონეზე)
კომპიუტერული უნარები:  Microsoft Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
 
უნარ-ჩვევები:
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • დროის მართვის უნარი
  • ორგანიზებულობაპასუხისმგებლობა
  • კომუნიკაბელურობა
მისამართზე: vacancy@ksb.ge 2014 წლის 24 ოქტომბრის 17:00 საათამდე.
აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, "subject"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. სხვა შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ კვალიფიციური კანდიდატები. სატელეფონო ზარები არ მიიღება. 
 
გისურვებთ წარმატებას!
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა