• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ქოლ-ცენტრის ოპერატორი / კურიერი თბილისსა და ქუთაისში
დამსაქმებელი: მკითხველი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2016/10/08
მდებარეობა: ქუთაისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
მართვის მოწმობა B კატეგორია

ენები
ინგლისური კარგად
რუსული კარგად
ქართული კარგად
ნანახია: 5770 -ჯერ

კომპანია " მკითხველი " საკურიერო კომპანიაა, რომელიც ახორციელებს წიგნების სატელეფონო გაყიდვებს. ასევე უზრუნველყოფს აღნიშნული პროდუქციის მიწოდებას მომხმარებლისათვის სასურველ დროსა და ადგილას. ამასთანავე ინდივიდუალურ კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ პირებს წიგნებთან დაკავშირებით.

ქოლ-ცენტრის ოპერატორი თბილისსა და ქუთაისში

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან არასრული უმაღლესი(სტუდენტი) განათლება;
  • სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
  • სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები რუსულ და ინგლისურ ენებში (სასურველია);
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი - MS Office-ის და MS Excel-ის ცოდნა;

აუცილებელი უნარები:

  • კომუნიკაბელურობა და დამაჯერებლობა;
  • პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
  • ენერგიულობა და სისხარტე;
  • მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული და პუნქტუალური;
  • გუნდური მუშაობის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ასაკი: 18-დან 30 წლამდე.


სამუშაო გრაფიკი: არასრული 10:00 - 16:00-მდე ; 16:00-დან-22:00-მდე მონაცვლეობით.

დამატებითი ინფორმაცია: ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული და ბონუსური სქემით.
 

კურიერი თბილისში

მოვალეობება: წიგნების ადგილზე მიტანა.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • პირადი ავტომობილი (აუცილებელია გაზზე)
  • მანქანის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • ქართული ენის გამართულად ცოდნა
  • საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა
  • მინიმალური განათლება: ბაკალავრი

უნარ-ჩვევები:

  • დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი
  • დისპეცერიზაციის, სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების, უნარი
  • მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • მომხმარებელზე ორიენტირებული
  • გამართულად მეტყველების უნარი

უპირატესობა მიენიჭება:

  • მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება

ხელფასი განისაზღვრება: 650 ლარით + ბონუსები


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: mkitkhvelitbilisi.cv@yahoo.com - თბილისი  mkitkhveli@yahoo.com - ქუთაისი  და სათაურში მიუთითოთ ქალაქი და "ქოლ-ცენტრის ოპერატორის / კურიერის ვაკანსია", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მისამართი: ქ. თბილისი  წერეთლის 116. ბიზნეს ცენტრი დიდუბე პლაზა.მე-3 სართული ოთახი 301

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა