• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ქონთენთ კრეატორი
დამსაქმებელი: Leavingstone
კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები, მარკეტინგი,
ბოლო ვადა: 2014/11/10
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
ნანახია: 809 -ჯერ
ვისი სული გვსურს?
 
ციფრული სააგენტო "Leavingstone" კელაპტრით დაეძებს ენაწყლიან სახალხო მთქმელს სოციალური მედიაში ქონთენთ კრეატორის სრულგანაკვეთიანი ვაკუუმის ამოსავსებად.
 
რჩეულის მთავარი მისია დამკვეთი კომპანიის სოციალური მედია არხების მართვა, გრძელი სიტყვის მოკლედ თქმა და საყოველთაო კეთილდღეობის დამყარება იქნება.
 
აპლიკანტს სასურველია არ ეზარებოდეს მაღლა ფრენა და ხალისობდეს ქვემორე აღნიშნული საქმიანობებით:
  • ბრენდის დედააზრის შესაბამისად გვერდის საკომუნიკაციო თემების მოფიქრება  და მათი განსხეულება;
  • ბრენდის ახალ ციფრულ კამპანიებზე მუხლჩაუხრელად ფიქრი; 
  • ბრენდის ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენების თვალთვალი;
  • სოციალურ ქსელებში ბრენდის მომხმარებლის პროფილის შეთვისება;
  • Facebook გვერდის ყოველთვიური მიმოხილვა;
  • Facebook  გვერდზე შემოსულ კითხვებზე და კომენტარებზე დროული, ამომწურავი და გულითადი პასუხის გაცემა;
  • სოციალური მედია არხების სარეკლამო ბიუჯეტის განკარგვა და თვალშეუხრელი ანალიზი
ნეტავ, ვინ არის ის ახალგაზრდა?!
  • სრულყოფილად ფლობს შოთას, ილიას, აკაკის, გალაკტიონისა და ბედინას მშობლიურ ენას;
  • გააჩნია ციფრული მარკეტინგის, ტექნოლოგიური ინოვაციებისა და პროდუქტიული უქნარობის მიმართ დაუოკებელი ინტერესი;
  • არ უფრთხის სწრაფად ცვალებად გარემოში მოღვაწეობასა და პირანიებს;
  • ერთხელ მაინც გადაუცდა ფეხი აზროვნების სტანდარტულ ჩარჩოებს მიღმა;
  • არ უჩივის შემოქმედებითი ენერგიისა და ენთუზიაზმის დეფიციტს; 
  • ძალუძს  ასჯერ გაზომოს და ერთხელ გადაჭრას უცაბედად წამოჭრილი პრობლემები ან მოულოდნელი ჭიპლარი;
  • საუკეთსო შემთხვევაში, მარკეტინგის მიმართულებით  უმაღლესად არის განათლებული ან Facebook გვერდის მართვაში გაუსვრია ხელი.
აუცილებლად შეავსეთ ჩვენი მცირედი ფორმა, რათა უკეთ შევძლოთ თქვენი შეცნობა.  http://bit.ly/1qfzNad
 
გვაჩუქეთ რეზიუმე, შესრულებული პროექტების სია/ბმული ან, უბრალოდ, ტიტები ელფოსტაზე(Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა