• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ექაუნთ მენეჯერი
დამსაქმებელი: Leavingstone
კატეგორია: მარკეტინგი,
ბოლო ვადა: 2014/11/10
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
ნანახია: 1442 -ჯერ
ვისი სული გვსურს?
 
ციფრული სააგენტო "Leavingstone"-ში  ჩვენი გუნდის ახალ წევრს დავეძებთ ექაუნთ მენეჯერის საპასუხისმგებლო პოზიციაზე.
 
ექაუნთ მენეჯერი ჩვენსა და ჩვენს პარტნიორ კლიენტებს შორის დამაკავშირებელი მთავარი რგოლია და პასუხისმგებელია დიდებული სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა/შესრულებაზე.
 
მიწიერი მისიები:
  • კლიენტის სრულყოფილი შესწავლა - ბიზნესის არსი, ალაგი ბაზარზე, მარტკეგინგული სტრატეგია, ბრენდის დედა აზრი;
  • კლიენტის საჭიროებების მუდმივი ძიება და სააგენტოს კრეატიულ გუნდთან ერთად ახალი კამპანიების მოფიქრება;
  • ახალი კამპანიების დაგეგმვა, ხარჯების განსაზღვრა და ბიუჯეტის შემზადება;
  • კრეატიული გუნდის რესურსებისა და შემოქმედებითი სადარდებლის სწორი განაწილება;
  • დღენიადაგ თანაგუნდელების კეთილგანწყობაზე, პროფესიულ კომპეტენციასა და პიროვნულ მოტივაციაზე ზრუნვა;
  • სოციალური მედია არხების ყოველთვიური მიმოხილვა კლიენტის ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად; 
  • სოციალური მედია არხების სარეკლამო ბიუჯეტის განკარგვა და თვალშეუხრელი ანალიზი;
  • არნახული სარეკლამო მიგნებების დასახულ მიზნებთან შესაბამისობაზე ფიქრი და შემოქმედებითი ხარისხისთვის თვალყურის დევნება.
ნეტავ, ვინ არის ის ახალგაზრდა?!
  • გააჩნია ციფრული მარკეტინგისა და ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართ უკიდეგანო ინტერესი
  • არ ეშინია სწრაფად ცვალებად გარემოში მრუშობისა და ალიგატორების;
  • ძალუძს გასცდეს სტანდარტული აზროვნების ჩარჩოებს ან ფარდა მაინც გადაწიოს;
  • შეგნებული ცხოვრების განმავლობაში მინიმუმ შვიდჯერ მიუღია დამოუკიდებელი გადაწყვეტილება; 
  • შეუძლია, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სწორად დასახოს პრობლემა;
  • რეზიუმეს უმშვენებს ბაკალავრის დიპლომი ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით ან მართვისა და ბატონკაცობის პრაქტიკული გამოცდილება.
 
აუცილებლად შეავსეთ ჩვენი მცირედი ფორმა, რათა უკეთ შევძლოთ თქვენი შეცნობა.  http://bit.ly/1vPf8jU
 
გეძლევათ უფლება, გამოგვიგზავნოთ უკვე არაერთ შავ-ბნელ კუთხეებში ნამყოფი  რეზიუმე ელფოსტაზე (Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა