• https://charte.ge/

ავტორი

სამედიცინო კორპორაცია ევექსი

tel: (+995) 593 81 41 41
mail: vacancy@evex.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
რეგისტრატურის უფროსი ზუგდიდში
დამსაქმებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
კატეგორია: ადმინისტრაცია, კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2014/11/10
მდებარეობა: ზუგდიდი
განათლება ბაკალავრი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ნანახია: 411 -ჯერ
“სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ (სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“)  აცხადებს  რეგისტრატურის უფროსის  ვაკანსიას ზუგდიდში.
 
 „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში. დღეისათვის კორპორაცია მართავს 37 სამედიცინო დაწესებულებას ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის არის 11 რეფერალური ჰოსპიტალი, 2 სპეციალიზირებული ჰოსპიტალისა, 19 რაიონული ჰოსპიტალი, 5 ამბულატორიული ცენტრი. „სამედიცინო კორპორაციია ევექსის“ ჰოსპიტალები წარმოდგენილია შემდეგ რეგიონებში: იმერეთი (ქუთაისი, წყალტუბო, თერჯოლა, ხონი, ტყიბული), აჭარა (ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი, ქედა, ხულო, შუახევი), სამეგრელო (ზუგდიდი, ფოთი, აბაშა, მარტვილი, ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ), კახეთი (თელავი, ახმეტა, ყვარელი), სამცხე–ჯავახეთი (ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ადიგენი) და თბილისი („იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი“; „ბავშვთა ახალი კლინიკა“; „კარაპს მედლაინი“; „ახალი სიცოცხლე“).
 
სამუშაო ადგილი: ზუგდიდი, ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური ჰოსპიტალი „რესპუბლიკა“
 
სამუშაო გრაფიკი : სრული
 
ძირითადი მოვალეობები:
  • რეგისტრაციის დესქისა და მომსახურებაში ჩართული თანამშრომლების ყოველდღიური შეუფერხებელი მუშაობის, დისციპლინის და წესრიგის კოორდინირება; 
  • მომხმარებელთა მისაღებში საქმიანი სამუშაო გარემოს არსებობის უზრუნველყოფა, ზრუნვა მოწესრიგებულ ინტერიერზე და მათზე მონიტორინგის განხორციელება;
  • მომსახურების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების დროული და ზუსტი იდენტიფიცირება, სწორი გადამისამართება და მათი დროული აღმოფხვრა, მონიტორინგი პრობლემის მოგვარებაზე;
  • მომხმარებელთა მომსახურების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფა და მიმდინარე ხარისხის გაუმჯობესებისათვის წინადადებების მომზადება;
  • მომხმარებელთა ნაკადების მართვა, ნაკადის შესაბამისად, თანამშრომლების როტაცია;
  • რიგების მართვის სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • პრობლემური სიტუაციების მართვა, მოგვარება, დამატებითი ინფორმაციის მოძიება, შესაბამისი რეაგირება და მომხმარებლის ინფორმირება; პრობლემებისა და პრეტენზიების საფუძველზე, ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება;
  • საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლებთან უშუალო ურთიერთობა;
  • დაქვემდებარებული პერსონალის ადმინისტრირება: ქცევის, მომსახურებისა და ჩაცმის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა, სამუშაო გრაფიკების შედგენა და დასწრება/გაცდენის აღრიცხვა, შვებულებების განრიგის შედგენა/შესრულების უზრუნველყოფა.
  • რეგისტრატორებისა და პაციენტთა მომსახურების კოორდინატორების მიერ შესრულებული სამუშაოსა და რეგისტრატორების მიერ პროგრამაში პაციენტების რეგისტრაციის მონიტორინგი;
  • დაქვემდებარებული პერსონალის სწავლება;
  • ახალი პროცედურების, ცვლილებების ან სხვა სიახლეების თანამშრომლებისათვის ოპერატიულად და ეფექტურად გაცნობა/დანერგვა, შესრულების მონიტორინგი;
  • სამსახურის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის და ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებისთვის, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლების აუცილებელი რაოდენობის განსაზღვრა/ოპტიმიზაცია;
  • რეგისტრაციისა და პაციენტთა მომსახურების დარბაზთან დაკავშირებული სამეურნეო და ტექნიკური  საკითხების მუდმივი მონიტორინგი და მართვა;  საჭირო სახარჯი, სამეურნეო და ტექნიკური მასალების შეკვეთა, მიღება, გადანაწილება; 
  • ყოველკვირეული შეხვედრების ორგანიზება და განვლილი კვირისა და მუშაობის შეჯამება, ანალიზი;
  • მარკეტინგული და სერვისთან დაკავშირებული მასალების განლაგება/წარმოჩენაზე ზედამხედველობა, პერიოდული მონიტორინგის წარმოება;
  • სამუშაო დღის ბოლოს პროგრამაში ყველა განხორციელებული რეგისტრაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედარება.
  • სახელმწიფო პროგრამით დაზღვეული მომხმარებლის მომსახურების პროცესის მართვის უზრუნველყოფა;
  • დარეგისტრირებული პაციენტების შესახებ ყოველდღიური და ყოველთვიური ანგარიშების დროული მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
  • უშუალო ხელმძღვანელის ან/და კლინიკის დირექტორისგან მიღებული დავალებების დროული და ადექვატური შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო, ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით )
  • სავალდებულოა მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ ორი წლისა;
  • პრიორიტეტულია სამედიცინო დაწესებულებაში ანალოგიურ პოზიციაზე  მუშაობის გამოცდილება არანაკლებ ერთი წლისა;
  • პრიორიტეტულია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ ერთი წლისა;    
  • სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • ენერგიული;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს  გთხოვთ  თქვენი რეიზუმე  გამოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე.  სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება – „რეგისტრატურის უფროსი-ზუგდიდი“
 
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა