• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
წარმოების ხაზის კონსულტანტი
დამსაქმებელი: SPAR Georgia
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება, წარმოება/ოპერაციები,
ბოლო ვადა: 2014/10/31
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
სქესი: მდედრობითი
ნანახია: 533 -ჯერ
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12,322 მაღაზიას მსოფლიოს 35 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 10 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.
 
"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.
 
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს ვაკანსიას წარმოების ხაზის კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე.
 
წარმოების ხაზის კონსულტანტის ძირითადი მოვალეობებია: 
  • პროდუქციის ვადების კონტროლი; დახლ-მაცივრის პროდუქციით შევსება; 
  • მიღებული პროდუქციის აწონვა, კონტეინერებში გადანაწილება, კონტეინერების გრინით გადაკვრა, ფასმაჩვენებლების დამაგრება; 
  • სამუშაო ადგილის წესრიგში მოყვანა, სამუშაო ჭურჭლის დასუფთავება; 
  • მომხმარებლისთვის არსებული აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; 
  • მომხმარებლის მომსახურება კომპანიაში დანერგილი სტანდარტების შესაბამისად.
წარმატებული კანდიდატები უნდა იყვნენ ქალბატონები
  • პასუხისმგებლობის გრძნობით
  • სასურველია გამოცდილება მომსახურების სფეროში
  • ასაკი შეზღუდული არაა
პოზიცია გულისხმობს მხოლოდ დღის ცვლაში მუშაობას კომპანია თავის თანამშრომლებს სთავაზობს კონკურენტულ ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევას და განვითარების შესაძლებლობას. შერჩეული კანდიდატები გაივლიან უფასო ტრენინგს.
 
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV  ელექტრონულ მისამართზე ან მობრძანდნენ ყოველ დღე 10-დან 19 საათამდე კომპანიის სათაო ოფისში შაბათ-კვირის გარდა. 
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 31 ოქტომბერი
 
გამოგზავნისას გთხოვთ, მიუთითო ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 
მადლობა დაინტერესებისათვის!
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა