• https://charte.ge/

ავტორი

ნიკორა ტრეიდი

tel: (+995) 595 33 39 77
mail: d.napireli@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კონსულტანტი
დამსაქმებელი: ნიკორა ტრეიდი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2016/07/23
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 1549 -ჯერ
კომპანია „ნიკორა,“1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა და 18 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე კვების მრეწველობის მიმართულებით უცვლელი ლიდერია. ჰოლდინგი ცამეტი შვილობილი კომპანიისგან შედგება, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობენ; როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო და მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით, საკალმაზე მეურნეობა, მწყრის ფერმა.   „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასემელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში.
 
კომპანია "ნიკორა" მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლის პრიორიტეტებია: მომხმარებლისათვის გაწეული მაღალი ხარისხის მომსახურება, მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.
"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4000-მდე თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.
სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე  www.nikora.ge
 
სს „ნიკორა“-ს შვილობილი კომპანია „ნიკორა ტრეიდი“ რომელიც ფლობს სუპერმარკეტების მრავალრიცხოვან ქსელს საქართველოს მასშტაბით აცხადებს  ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე თელავსა და გურჯაანში.
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია
  • პროდუქციასთან დაკავშირებით, მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა, 
  • მაღაზიის დარბაზში არსებული პროდუქციის მოწესრიგება

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • კომუნიკაბელურობა
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2016 წლის 15 ივლისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე – d.napireli@gmail.com
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: (+995 595) 333 977
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა