• https://charte.ge/

ავტორი

კერამიკული საამქრო

mail: hr@kerketi.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
IT სპეციალისტი (Java, Android)
დამსაქმებელი: კერამიკული საამქრო
ბოლო ვადა: 2016/07/22
განათლება ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება 3 წელი
ენები
ინგლისური
რუსული
ნანახია: 1789 -ჯერ

ვაკანსია - IT სპეციალისტი (Java, Android)

 კერკეტი არის მობილური ტელეფონით გაგზავნის და გადახდის სისტემა --საქართველოში და რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური მაღლტექნოლოგიური მზარდი კომპანია (www.kerketi.ge) კომპანია დაფუძნებულია ქართული და ბრიტანული ინვესტიციით, საერთშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით.

 

 

კერკეტი გეგმავს საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სფეროში გამოცდილი სპეციალისტების ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებას. თუკი თვლით რომ ხართ ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე სფეროში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი საქართველოში, ან გაქვთ შესაბამისი პოტენციალი, მოხარული ვიქნებით თუკი შეგვეხმიანებით. 

 

სასურველი ტექნიკური გამოცდილება/ცოდნა:

-          პროგრამული დეველოპმენტი: Java 

-          მობილური აპლიკაციები: Android, iOS, მობილური UI/UE დაგეგმვა/დიზაინი, HTML5

-          B2B ინტეგრაცია: განსხვავებული კომერციული (განსაკუთრებით, ფინანსური) IT სისტემების ინტეგრაცია - პროტოკოლები, ტექნოლოგიები, მეთოდები, უსაფრთხოება; საქართველოს ფინანსური სექტორის ეკოსისტემის ცოდნა

-          მონაცემთა ბაზები: ORM პრინციპები, SQL, MySQL, MS SQL Server

 

მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები:

-          მიზანსწრაფულობა: დასახული მიზნების მიღწევაზე უკომპრომისო კონცენტრაციის უნარი

-          ეფექტური კომუნიკაცია: IT ტექნოლოგიების/ტერმინოლოგიის არმცოდნე პირებთან მწყობრი, ეფექტური კომუნიკაციის უნარი: დავალებების მიღების, ტექნიკური ალტერნატივების განხილვის, პრობლემების აღმოფხვრის, სამუშაოს ჩაბარების პროცესში;

-          ორგანიზებულობა: პრიორიტეტების დადგენის და დასახული ამოცანების დამოუკიდებლად, სწრაფად შესრულების უნარი; შესრულებული სამუშაოს ზედმიწევნით დოკუმენტირების უნარი;

-          პროაქტიურობა: სწავლაზე და ახალი ტექნოლოგიების დაუფლებაზე ორიენტაცია, კომპანიის IT გარემოს და პროდუქტების გაუმჯობესებაზე პროაქტიური ზრუნვა

 

სხვა პირობები:

-          უმაღლესი განათლება: მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი მათემატიკაში, ფიზიკაში, კომპიუტერულ მეცნიერებაში, ან სხვა საბუნებისმეტყველო დისციპლინაში. მაღალი GPA.

-          სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3 წელი ფორმალური სამუშაო გამოცდილება IT განხრით, ან/და დამოუკიდებლად განხორციელებული მნიშვნელოვანი IT პროექტების პორტფელი.

-          ენების ცოდნა: ქართულთან ერთად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა, უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციის აუცილებლობის გამო. 

 

ანაზღაურება: 1000-3000 ლარი, სფეროსა და გამოცდილების მიხედვით

 

საბუთების წარდგენის პროცედურა:

  •          გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე hr@kerketi.ge-ზე. მიუთითეთ პოზიციის დასახელება (IT Specialist - Java) წერილის სათაურად (subject line-ში)
  •          განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 22ივლისი
  •          კომპანია მიესალმება და პრიორიტეტულად განიხილავს ადრე გამოგზავნილ განაცხადებს
  •          დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან
  •          ჩვენ მკაცრად ვიცავთ დასაქმებაში თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა