• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პრობლემური აქტივების მართვის ქოლ-ცენტრის ოპერატორი
დამსაქმებელი: Promo Life Georgia
კატეგორია: ადმინისტრაცია,
ბოლო ვადა: 2016/07/21
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1127 -ჯერ

მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა წარმატებულ ორგანიზაციებში მუშაობის შედეგად შეძენილი თეორიული და დიდი პრაქტიკული გამოცდილება დაედო საფუძვლად Professional Legal Consulting-ის როგორც უნივერსალური, კომპლექსური საკონსულტაციო კომპანიის ჩამოყალიბებას.

Professional Legal Consulting-ის მომსახურება, მიმდინარე ეტაპზე მოიცავს სამ მიმართულებას:
· სრული იურიდიული სერვისი
· პრობლემური აქტივების მენეჯმენტი
· HR კონსალტინგი


ამ სამ მიმართულებას, მომავალში ვცდილობთ, რომ შევმატოდ სხვა მიმართულებებიც, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ბაზარზე დავიმკვიდროთ უპრეცედენტო, უნივერსალური, კომპლექსური და პროფესიონალური მომსახურების მქონე კომპანიის იმიჯი.

გთვაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას პრობლემური აქტივების მართვის ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.

 

ძირითადი მოვალეობები:

** ბანკების, საფინანსო და სხვა კომპანიების პრობლემურ მსესხებლებთან (დებიტორებთან) ურთიერთობა, მათთან მოლაპარაკების წარმოება, ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა;
** დავალიანების მქონე კლიენტებთან შეთანხმება გადახდის პირობებზე
** დავალიანების დაფარვის თაობაზე დებიტორებთან წერილობითი შეთანხმებების გაფორმება.
** დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის მონიტორინგი და კონტროლი;
** პრობლემური აქტივების მართვა;
** დებიტორების მიმართ სასამართლო წარმოების (მათ შორის ქონების დაყადაღების) დაწყების მიზნით იურიდიული ჯგუფისათვის საქმის გადაცემა. 



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


** სასურველია უმაღლესი განათლება
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** აქტიური, ინიციატივის გამოვლენის უნარი;
** დარწმუნების უნარი;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებისადმი დაკვირვებული;
**ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული;

ანაზღაურების სისტემა: ფიქსირებული +  ბონუსი + ულიმიტო სასაუბრო დრო.

სამუშაო განაკვეთი: სრული.

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ: ავტობიოგრაფია-CV ფოტოსურათით (3x4) შემდეგ მისამართზე: hr@proconsulting.ge. პოზიციის სახელწოდება მიუთითეთ ელ.ფოსტის სათაურში.


განცხადებების მიღების ბოლო ვადაა - 2016 წლის 22 ივლისი

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა