• https://charte.ge/

ავტორი

საქართველოს ფოსტა

mail: vacancy@gpost.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სერვისცენტრის მენეჯერი ქუთაისში
დამსაქმებელი: საქართველოს ფოსტა
კატეგორია: ადმინისტრაცია
ბოლო ვადა: 2014/08/31
მდებარეობა: ქუთაისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება 3 წელი
კომპიუტერული პროგრამები
Microsoft Office Excel კარგად
Microsoft Office Outlook კარგად
Microsoft Office Word კარგად
ენები
ინგლისური კარგად
რუსული კარგად
ქართული ძალიან კარგად
მიმაგრებული ფაილები: Attachment5.docx

ნანახია: 249 -ჯერ
შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს კონკურსს ქუთაისის სერვისცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე.
 
სამუშაო ადგილი - ქ. ქუთაისი. 
 
ძირითადი მოვალეობები:
  • სერვის ცენტრის ხელმძღვანელობა, მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • კლიენტებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევის კოორდინირება;
  • სერვის ცენტრში კლიენტების მაღალი სტანდარტით მომსახურების უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება, მათი სამუშაოს კოორდინირება, შესასრულებელი სამუშაოს ზედამხედველობა;
  • სერვის ცენტრის საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება, მათი ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია გაყიდვების ან კლიენტთა მომსახურების სფეროში;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  •  რუსული და ინგლისური ენების ცოდნა კარგ სამუშაო დონეზე;
  • MS პროგრამების ცოდნა.
 
ძირითადი უნარ-ჩვევები:
 
  • მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • თანამშრომლების მოტივაციისა და განვითარების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • გამართულად მეტყველების უნარი;
  • წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • მომსახურების ხარისხსა და კლიენტზე ორიენტირებულობა;
  • ინიციატივა.
 
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
  • კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის საფუძველზე;
  • გასაუბრება.
 
 ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დავუკავშირდებით მხოლოდ შესაბამის კანდიდატებს, რომლებიც გამოაგზავნიან სრულყოფილად შევსებულ განაცხადის ფორმას რეზიუმესთან ერთად.
 
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2014 წლის  31 აგვისტო
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა