• https://charte.ge/

ავტორი

სამედიცინო ცენტრი იუნონა

mail: astamadzenino@yahoo.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ხარისხის კონტროლერი
დამსაქმებელი: სამედიცინო ცენტრი იუნონა
კატეგორია: სამედიცინო,
ბოლო ვადა: 2016/07/04
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
ენები
ინგლისური ძალიან კარგად
რუსული ძალიან კარგად
ნანახია: 1427 -ჯერ
შპს სამედიცინო ცენტრი ,,იუნონა” აცხადებს ვაკანსიას შემდეგ სპეციალობაზე:
ხარისხის კონტროლი
 
აუცილებელი მოთხოვნა:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება
  • კომუნიკაბელური
  • შრომისმოყვარე
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები
  • უცხო ენების მაღალ დონეზე ფლობა (ინგლისური, რუსული)
 
ამოცანები:
  • რისკის ზონებისა და კონტროლის მეთოდების შერჩევა და განვითარება;
  • მიმდინარე რეჟიმში კვალიფიციური კონტროლის განხორციელება და ანგარიშების მომზადება;
  • გამოვლენილ პრობლემებზე რეაგირების უზრუნველყოფა.

ფუნქციები: 

  • რისკის ზონების გამოვლენა სამედიცინო და არასამედიცინო კუთხით, საკონტროლი ზონებისა და პროცესების გამოვლენა, პერიოდული გადახედვა და განვითარება;
  • კონტროლის მეთოდების შერჩევა თითოეული რისკის ზონისთვის, მეთოდების მუდმივი განვითარება;
  • მიმდინარე რეჟიმში სამედიცინო მომსახურბის ხარისხის კონტროლის განხორციელება: სამედიცინო ისტორიების კონტროლი, ფორმა 100-ის კონტროლი, რეცეპტების კონტროლი, კლიენტებთან უკუკავშირი და ა.შ.
  • მიმდინარე რეჟიმში არასამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის განხორციელება: რიგების მართვის კონტროლი, ჩაწერების კონტროლი, საჩივრები, გარემო/ჰიგიენა, მომსახურების სტანდარტების კონტროლი და ა.შ.
  • კლიენტებთან შერჩევით ზარების განხორციელება და გამოკითხვა კონკრეტული ერთეულების მომსახურებით კმაყოფილების შესახებ; 
  • კონტროლის შედეგად გამოვლენილ მწვავე ხარვეზებზე დაუყოვლებლივი რეაგირების მოხდენის უზრუნველყოფა შესაბამისი ხელმძღვანელის ჩართვით;
  • დადგენილი პერიოდულობით ხარისხის კონტროლის ანგარიშის მომზადება და წარდგენა დამფუძნებლებისა და მმართველი გუნდისთვის;
  • ხარისხის საბჭოზე გამოვლენილი პრობლემების წარდგენა და რეაგირებაზე გადაწყვეტილების მიღების უზრუნველყოფა;
  • გამოვლენილ პრობლემებზე რეაგირების სამუშაოების განხორციელების მონიტორინგი;
  • კონტროლის ახების, მეთოდების ეფექტიანობის შეფასება, ნაკლებადეფექტური მეთოდების ამოღება, ჩანაცვლება და ახლის დამატება. 

პასუხისმგებლობები: 

  • კონტროლის შედეგად გამოვლენილი პრობლემების დამალვაზე;
  • პრობლემების არადროულ გამოვლენაზე;
ანაზღაურება: 2000 lari
 
გამოსაცდელი ვადა: 1 თვე
 
განცხადებები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  astamadzenino@yahoo.com
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა