• https://charte.ge/

ავტორი

კომპანია

tel: (+995) 595 38 12 18
mail: maka.zaqradze@nikora.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პრისელერი
დამსაქმებელი: კომპანია
ბოლო ვადა: 2016/08/25
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
მართვის მოწმობა B C კატეგორია

ნანახია: 1758 -ჯერ

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა და 18 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე კვების მრეწველობის მიმართულებით უცვლელი ლიდერია. ჰოლდინგი ცამეტი შვილობილი კომპანიისგან შედგება, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობენ; როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო და მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით, საკალმაზე მეურნეობა, მწყრის ფერმა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში.
კომპანია "ნიკორა" მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლის პრიორიტეტებია: მომხმარებლისათვის გაწეული მაღალი ხარისხის მომსახურება, მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4000-მდე თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://www.nikora.ge

კომპანია "ნიკორა 7" აცხადებს ვაკანსიას ბათუმშიპრისელერის თანამდებობის დასაკავებლად.

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

** გარე ქსელის ობიექტებიდან შეკვეთების მიღება და სადისტრიბუციო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა;
** გარე ქსელში შემოვლების წარმოება პროდუქციის განლაგების, შენახვის პირობებისა და ვადების გაკონტროლების მიზნით;
** გარე სქელის ობიექტებიდან შეკვეთების მიღება;
** ახალი მაღაზიების მოძიება;
** დისტრიბუციის კომტროლი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** დისტრიბუტორად მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია პრისელერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** არითმეტიკული ოპერირების უნარი; 
** სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დარწმუნების უნარი;
** ყურადღებიანობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პრეზენტაბელურობა;
** მართვის მოწმობა B კატეგორია (C კატეგორია სასურველია)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2016 წლის 28 ივნისამდე გადმოაგზავნეთ სრულყოფილად შევსებული რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: maka.zaqradze@nikora.ge. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 595381218.

კონკურსი ჩატარდება რამდენიმე ეტაპად:

I _ რეზიუმეების გადარჩევა;
II _ ტესტირება;
III _ გასაუბრება.

მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში დავუკავშირდებით შემდეგ ეტაპზე გასულ კანდიდატებს.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა