• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საკრედიტო კონსულტანტი
დამსაქმებელი: კრედიტლაინი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება, საბანკო,
ბოლო ვადა: 2016/06/30
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 2482 -ჯერ

გინდათ გქონდეს სამუშაო, რომელიც დაგეხმარებათ განვითარდეთ პიროვნულად, მიიღოთ პრაქტიკული ცოდნა  სასიამოვნო და საინტერესო სამუშაო გარემოში და ისწავლოთ პროფესიონალებისგან?

მაშინ ეს პოზიცია თქვენთვისაა.

ჩვენ გთავაზობთ აქტიურ სამუშაო გარემოს და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

საკრედიტო კომპანია „კრედიტლაინი“ მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც ინოვაციური მეთოდებით სწრაფად იმკვიდრებს ადგილს ქართულ ბაზარზე. კომპანიის მისიაა, მაღალი ხარისხის სწრაფი და ეფექტური მომსახურებით, საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა. 

 

პოზიციის დასახელება: საკრედიტო კონსულტანტი

სამუშაოს ტიპი: გარე სამუშაო, სრული განაკვეთი

სამუშაოს ადგილი: ქ. თბილისი

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი

 

ფუნქციები და მოვალეობები:

-        კლიენტების მოძიება და მოზიდვა;

-        საინფორმაციო ბროშურების (ფლაერების) მიზნობრივი გავრცელება;

-        პოტენციური კლიენტებისათვის პროდუქტის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;

-        საკრედიტო განაცხადის მომზადება;

-        მიმდინარე გადახდების მონიტორინგი;

-        სესხის დროული დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით, მსესხებლებთან მოლაპარაკების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

-        პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

-        ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით, PDF ფორმატში,  ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@creditline.com.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა