• https://charte.ge/

ავტორი

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა

mail: hr@chita.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დირექტორის ასისტენტი
დამსაქმებელი: სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა
ბოლო ვადა: 2016/06/27
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გრაფიკი სრული დღე
ასაკი: 22 - 30 წელი
სამუშაო გამოცდილება 2 წელი
ენები
ინგლისური
რუსული
ქართული
ნანახია: 2111 -ჯერ

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა 19 წელია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და  გუნდურ მუშაობას.

კომპანია ჭი-ტა აცხადებს დირექტორის ასისტენტის ვაკანსიას.

პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი.

სამუშაო დღეები: 5 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება.

სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.

 ჯანმრთელობის დაზღვევა.

 

ძირითადი ფუნქციები:

  • -         საწყობის პროგრამაში მუშაობა;
  • -         კორესპონდენციისა და სატელეფონო ზარების მართვა;
  • -         ცენტრალურ ოფისსა და ფილიალებს შორის კომუნიკაცია;
  • -         შეხვედრების ორგანიზება და მოლაპარაკებების წარმოება;
  • -         ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;

მოთხოვნები:

  •  -        ასაკი: 22-დან 30-წლამდე;
  •  -        ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება: 1-2 წელი.
  •  -        უმაღლესი ეკონომიკური, ფინანსური, ან მათემატიკური განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
  •  -        კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  •  -        საწყობის ოპერატორად მუშაობის გამოცდილება(აუცილებელი);
  •  -        უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული კარგად);
  •  -        ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი.

 

 

პიროვნული თვისებები და უნარები:

  •   -       დეტალებზე ორიენტირებულობა;
  •   -       პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •   -       პრეზენტაბელურობა;
  •   -       შეხვედრებისა და მოლაპარაკებების ორგანიზებისა და წარმოების უნარი;
  •   -       პუნქტუალურობა;

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით მისამართზე: hr@chita.ge    15 ივნისის ჩათვლით. ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი განაცხადის განხილვა.

ასევე შეგიძლიათ წარადგინოთ  CV  შემდეგ მისამართზე:

ქ.თბილისი, წერეთლის 41 -  ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 სთ-დან 11:00 სთ-მდე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.

 

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა