• https://charte.ge/
ვორლდ ონლაინ ინფორმატიკი

კომპანიის აღწერა:

ეს არის პირველი ქართული პროექტი,რომელიც არის გლობალური მასშტაბის, მრავალენოვანი, მარტივი და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ყველასთვის.

კომპანია "ვორლდონლაინინფორმატიკი" ანხორციელებს ონლაინ სერვისებსა და სწავლებას კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და პროგრამების განხრით.

კომპანია დაკომპლექტებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ონლაინ ინფორმატიკებით და მასწავლებლებით კომპიუტერებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების დარგში.

ჩვენი მიზანია განვავითაროთ IT მომსახურების სფერო, მივცეთ ხალხს საკუთარი ცოდნისა და პოტენციალის რეალიზების საშუალება, ხოლო ამ სფეროთი დაინტერესებულებს კი შევასწავლოთ მათთვის სასურველი მასალა. მსოფლიო მასშტაბით დავეხმაროთ ხალხს ნებისმიერი კომპიუტერული პროგრამული პრობლემის მოგვარებაში, შევასწავლოთ კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და პროგრამების ხმარება და სხვადასხვა უცხო ენა. ხელი შევუწყოთ და დავასაქმოთ კომპიუტერული ტექნოლოგიების და პროგრამების ექსპერტები ჩვენს პროექტში, ვისაც შეუძლია პროფესიონალური დახმარება გაუწიოს ან ასწავლოს ხალხს თავისი ცოდნის შესაბამისად არჩეულ მომსახურების ან სწავლების სფეროში.

რას ვაძლევთ ხალხს ?!

  1. უფასო კონსულტაცია ვიდეო ზარის მეშვეობით, ექსპერტების დახმარება პრობლემის გადასაწყვეტად.

  1. პროფესიონალური და გამჭირვალე მომსახურება ხალხის პირადი თუ საოფისეკომპიუტერებისთვის.

  1. სწავლება უნიკალური მეთოდით, ვიდეოჩანაწერით, სერთიფიცირებული მასწავლებლების მიერ გაცემული დიპლომებით და გარანტირებული დასაქმების პერსპექტივით.

  1. უამრავი სამუშაო ადგილი IT-სპეციალისტებისთვის, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლებისთვის და ასევე უცხო ენების მასწავლებლებისათვის.

  1. საკუთარი განათლებისა და შესაძლებლობების რეალიზების საშუალება ყველა მსურველისათვის.



დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.worldonlineinformatic.com
საკონტაქტო პიროვნების სახელი რევაზ მალაციძე მეილი worldonlineinformatic@gmail.com ტელეფონი +995 559002012
კომპანიის განცხადებები
დასახელება მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა