თეგეტა მოტორსი

შპს „თეგეტა მოტორსი“ დაფუძნდა 1995 წელს და ქართულ ბაზარზე გავიდა შპს "ავტოექსპორტის" სახელით. 2001 წლიდან კომპანია ფუნქციონირებს „თეგეტა მოტორსის“ სახელით. ფირმის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საბურავებით, სახცებ–საპოხი მასალებითა და ავტოსათადარიგო ნაწილებით ვაჭრობა. დღეისათვის ის აერთიანებს მრავალ ფირმას, 15 სავაჭრო ობიექტსა და რამოდენიმე ევროპული დონის სერვის–ცენტრს, სწორედ ამიტომ იგი გახდა ჰოლდინგური კომპანია. ამ ეტაპზე კომპანიაში 800-მდე ადამიანია დასაქმებული. ,,თეგეტა მოტორსი" პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც ავტომობილების გაყიდვისა და მომსახურების სფეროში ჯერ ISO 9001:2000, ხოლო შემდეგ ISO 9001:2008 სტანდარტის საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატი მიენიჭა. 2009 წელს „თეგეტა მოტორსი“ იყო პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც დანერგა ბიზნესის მართვისა და ბიზნესპროცესების ადმინისტრირების ავტომატიზირებული, თანამდროვე პროგრამა ,,SAP". დღეს ,,თეგეტა მოტორსი" საქართველოში წარმოადგენს ისეთ მსხვილ და სახელოვან კომპანიებს, როგორებიც არიან: Bridgestone, Michelin, Bosch, Varta, Shell, Ista, Meguin, Hengst, Motul, ZF, BPW, Thermo King და ა.შ.



დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.tegetamotors.ge
კომპანიის განცხადებები
დასახელება მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
სექტორის მენეჯერი თეგეტა მოტორსი 8 აგვისტო 20 აგვისტო
არაკომერციული შესყიდვების ოფიცრის ასისტენტი თეგეტა მოტორსი 8 აგვისტო 20 აგვისტო
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა