• https://charte.ge/
სასტუმრო Rooms

ყაზბეგის სასტუმრო "Rooms" არის "Rooms Hotel" ქსელის პირველი პროექტი, რომელიც განლაგებულია ბრწყინვალე და საოცარი კავკასიის ქედზე. ჩვენი სასტუმრო პირველია მსგავსი ტიპის სატუმროთა შორის საქართველოს ამ რეგიონში - მთიანი კურორტის სასტუმრო გთავაზობთ სიმყუდროვეს, კეთილმოწყობილ და ფუფუნებით აღსავსე გარემოს. სასტუმროში ყოფნისას თქვენ მოგემსახურებათ 100 პროფესიონალი პერსონალი. ყოველ საღამოს, არაფორმალურ გარემოში, თქვენ შესაძლებლობა მოგეცემათ, დააგემოვნოთ ცნობილი ქართული სამზარეულო, რომლის ვრცელი ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ A La Carte-ს მენიუში, ღვინის ფართო არჩევანთან ერთად. ბუნებრივ სილამაზეში განლაგებული დახურულ აუზს, სპა-სალონს კაზინოსთან ერთად დამატებითი წვლილი შეაქვს შეუდარებელ დასვენებაში, რომლის მიღებაც შეგიძლიათ ჩვენთან სტუმრობისას.

"Rooms Hotel"-ის ქსელი ფართოვდება და სასტუმრო "Rooms Hotel Tbilisi" უკვე ოფიციალურად 2014 წლის ივნისში გაიხსნება. ვერაზე მდებარე სასტუმრო "Rooms Hotel Tbilisi" იქნება იმდენად განსხვავებული და დახვეწილი, რომ იგი საქართველოს სასტუმრო ბიზნესს სრულიად ახალ დონეზე აიყვანს. სასტუმროში 141 ოთახი იქნება განთავსებული. სასტუმროს მიერ შემოთავაზებული სხვა და სხვა სერვისის გარდა, ის ასევე გამორჩეული იქნება მისი ბარით/ლაუნჯით/რესტორნით, სადაც დაუვიწყარი დროის გატარების შესაძლებლობა გექნებათ.



დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.roomshotel.ge
კომპანიის განცხადებები
დასახელება მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა